მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ 2021 წელი მისთვის ძალიან კარგი იყო და ახალ საფეხურს მიაღწია.
„ძალიან ვამაყობ, როგორც ჩავატარე 2021 წელი. ვფიქრობ, რომ ახალ საფეხურს მივაღწიე. ეს იყო დაძაბული წელი, ბევრი ემოციებით სასვე. ახლა დროის გატარებას ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვაპირებ. მშვენიერია, რომ შეგვიძლია ახალ წელი კარგ ატმოსფეროში აღვნიშნოთ.
გერდ მიულერის რეკორდი? ძალიან ბედნიერი ვარ ვამაყობ, რომ რეკორდი მოვხსენი. პირადად ჩემთვის „ვოლფსბურგთან“ თამაში ადვილი არ იყო, მეტოქემ ბევრი სივრცე არ დამიტოვა და ძალიან დაცვითი ტაქტიკით თამაშობდა“, - თქვა ლევანდოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ 2021 წელს ბუნდესლიგის 34 მატჩში 43 გოლი გაიტანა და გერდ მიულერის 1972 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა, როცა გერმანელმა თავი 42-ჯერ გამოიჩინა.