"დინამო თბილისმა" "იაგელონიადან" ნიგერიელი ფეხბურთელი გოდფრი სტეფან ბიტოკი დაიმატა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა პოლონურ კლუბთან მარცხენა მცველის ტრანსფერზე შეთანხმებას უკვე მიაღწია.
21 წლის ფეხბურთელი დედაქალაქურ კლუბში ერთი წლის განმავლობაში, იჯარის წესით ითამაშებს და "დინამოს" მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
„დინამო“ კარგი და ისტორიული გუნდია, მის შესახებ ადრეც ვფლობდი ინფორმაციას, ახლა კი აქ ვარ და ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც „დინამოს“ ნაწილი ხარ, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს. ჩემი მთავარი მიზანია, რომ გუნდს წინსვლასა და ტიტულების მოგებაში დავეხმარო. ეს არის ის, რაც ყველა ფეხბურთელს სურს საკუთარი გუნდისთვის და როდესაც ტიტულს იგებ, ეს კარგია, როგორც კლუბისთვის, ისე ფეხბურთელებისთვის. ჩემი სურვილია, რომ ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლო“, - თქვა ნიგერიელმა ფეხბურთელმა.
გეტყვით, რომ გოდფრი სტეფენ ბიტოკი "იაგელონიამდე" ბელარუსული "ისლოჩის" და ნიგერიული "ჯი-ლექ" აკადემის ღირსებას იცავდა. მას პოლონურ კლუბში მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მოედანზე 21 წუთი გაატარა, გასულ სეზონში კი მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "ისლოჩის" რიგებში კი 59-ჯერ ითამაშა, 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა.
რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, მას 2019 წელს ნიგერიის 23- წლამდე ნაკრებში აქვს ნათამაშები. ბიტოკმა ნიგერიელთა შემადგელობაში ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე 3 მატჩი ჩაატარა.