ფეხბურთი

10:21 | 18.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილი შესაძლოა სლოვაკურ გუნდში გადავიდეს

საქართველოს ნაკრებისა და ოდესის „ჩერნომორეცის“ ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი შესაძლოა ბრატისლავის „სლოვანში“ გადავიდეს, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ავარჯიშებს.

Meta-ratings.com.ua-ს ცნობით, სლოვაკი სპეციალისტი ქართველი ფეხბურთელით დაინტერესებულია. აღსანიშნავია, რომ გიორგის ეროვნულ ნაკრებში ვაისის პერიოდში არ უთამაშია, რადგან მაშინ ქართული პასპორტი არ ჰქონდა. წყაროს თანახმად, სლოვაკური კლუბი იმედოვნებს, რომ ფეხბურთელს კიევის „დინამოდან“ იჯარით გადაიბირებს და შემდეგ მის გამოსყიდვას 2 მილიონი ევროს შეთავაზებით მოახერხებს.

მხარეები ამჟამად მოლაპარაკებების ეტაპზე არიან. წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ საკუთრებაა და „ჩერნომორეცში“ იჯარით თამაშობს. ქართველმა შემტევმა უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

„სლოვანში“ ვაისმა უკვე მიიყვანა ორი ქართველი ფეხბურთელი - გურამ კაშია და ჯაბა კანკავა. ისინი ბრატისლავური კლუბის ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრები არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116167