ფეხბურთი

21:15 | 16.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერან ტორესი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი ფერან ტორესი „ბარსელონაში“ ტრანსფერთან ახლოსაა. ამის შესახებ Mundo Deportivo ჟურნალისტ ჟერარ რომეროზე დაყრდნობით წერს.

21 წლის ნახევარმცველი „ბარსას“ პრიორიტეტულ ვარიანტად რჩება და ის „კამპ ნოუზე“ სავარაუდოდ, 2022 წლის ზაფხულში გადაბარგდება. წყაროს თანახმად, კლუბები ტრანსფერის ფასზეც შეთანხმდნენ. ცნობილია, რომ ინგლისელები ესპანელისთვის 60 მილიონ ევროს ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ფერან ტორესი „მანჩესტერ სიტიში“ 2020 წლიდან თამაშობს და 43 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი. მანამდე მან კარიერა „ვალენსიაში“ დაიწყო და 97 შეხვედრაში თავი ცხრაჯერ გამოიჩინა. ესპანეთის ნაკრებში ფერანის ანგარიშზე 15 თამაშში 8 გოლია, მათ შორის, ორჯერ საქართველოს ნაკრებთან იხეირა, თბილისსა და ბადახოსში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116509