ფეხბურთი

19:42 | 16.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალში" კორონავირუსი კიდევ ოთხ ფეხბურთელს დაუდასტურდა

მადრიდის „რეალში“ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი იტყობინება, ამჯერად ომიკრონის შტამით 5 ადამიანია ინფიცირებული.

ესენი არიან: მარკო ასენსიო, გარეთ ბეილი, ანდრეი ლუნიჩი, როდრიგო და კარლო ანჩელოტის შვილი და პირველი ასისტენტი, დავიდე ანჩელოტი. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „რეალში“ კორონავირუსი ლუკა მოდრიჩსა და მარსელოს დაუდასტურდათ. ჯერჯერობით, უცნობია, გადაიდება თუ არა „რეალის“ უახლოესი მატჩი, რომელიც 20 დეკემბერს, „კადისთან“ უნდა ჩაატაროს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113103