ფეხბურთი

12:48 | 16.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკო მინეირუმ“ ბრაზილიის თასი მოიპოვა და „ოქროს დუბლი“ შეასრულა

ბრაზილიის თასის ფინალის მეორე მატჩში „ატლეტიკო მინეირუმ“ 2:1 მოუგო „ატლეტიკო პარანაენსეს.“ გამარჯვების გოლი ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, 35 წლის ჰალკმა გაიტანა.

„მინეირუს“ პირველ შეხვედრაშიც გაემარჯვა (4:0) და ორი მატჩის კვალად ქვეყნის თასის მფლობელი გახდა თავის ისტორიაში მეორედ.

ცოტა ხნის წინათ „ატლეტიკო მინეირუმ“ ბრაზილიის ჩემპიონობაც მოიპოვა და ამისდაკვალად, „ოქროს დუბლი“ შეასრულა.

0.169266