კალათბურთი

10:51 | 16.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 16 წუთი და "მილუოკის" გამარჯვება "ინდიანასთან"

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსს“ შეხვდა და 114:99 იმარჯვა. თამაში დაძაბული გამოდგა და სამი პერიოდის შემდეგ თანაბარი ანგარიშიც იყო, მაგრამ ბოლო, გადამწყვეტ მეოთხედში „ინდიანამ“ მხოლოდ 12 ქულა ჩააგდო, რაც მარცხის ფასად დაუჯდა.

გოგა ბითაძეს არ უთამაშია, რადგან ისევ G ლიგაში იყო განათხოვრებული, ხოლო სანდრო მამუკელაშვილმა „ბაქსში“ არსებული საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე 16 წუთი გაატარა პარკეტზე. ხსენებულ დროში ქართველმა 3 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი კი ააცილა.

„მილუოკიში“ და ზოგადად, შეხვედრაში ჯრუ ჰოლიდეი 26 ქულით, 14 პასით და 4 მოხსნით გამოირჩა, „პეისერსში“ კი დომანტას საბონისმა 16 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა. ვთქვათ ისიც, რომ იანის ანტეტოკუნმპოს კორონავირუსის გამო არ უთამაშია.

„მილუოკი“ ბაქსი 19 მოგებით და 11 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა და 18 დეკემბერს, „ნიუ ორლეანს“ შეხვდება, ხოლო „ინდიანა პეისერსს“ 12 გამარჯვების საპირისპიროდ 18 მარცხი აქვს და 17 დეკემბერს, „დეტროიტ პოსტონსის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

0.134334