ფეხბურთი

16:30 | 15.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩსა და მარსელოს კორონავირუსი დაუდასტურდათ

მადრიდის „რეალში“ კორონავირუსი გავრცელდა. „სამეფო კლუბის“ ვებგვერდის ცნობით, ლუკა მოდრიჩსა და მარსელოს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ და გუნდს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ დაეხმარებიან. ჯერჯერობით, კლუბში ინფიცირების სხვა შემთხვევები არ გამოვლენილა.

მიმდინარე სეზონში ლუკა მოდრიჩმა ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია, ხოლო მარსელო მოედანზე მხოლოდ ხუთჯერ გავიდა და თავი არც მას გამოუჩენია.

0.072556