მაქს ფერსტაპენმა დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში მის მანქანას #1 ნომერი ექნება, რაც ჩემპიონის პრეროგატივაა. 24 წლის ჰოლანდიელმა, აბუ დაბის რბოლის ბოლო წრეზე შეძლო ლუის ჰამილტონის ჩამოტოვება და მას მერვე ტიტულის მოპოვების საშუალება არ მისცა.
როგორც მოქმედ ჩემპიონს, მას უფლება აქვს, #1 ნომერი გამოიყენოს. ისე კი, არასაჩემპიონო სეზონებში, მისი ნომერია #33. „რედ ბულის“ პილოტმა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინათ განაცხადა, რომ ჩემპიონობის შემთხვევაში, თავის მანქანას პირველ ნომერს დააწერდა.
„დიახ, მე ამ ნომერს გამოვიყენებ. რამდენჯერ იქნება ეს შესაძლებელი? არ ვიცი, იქნბ, ეს ერთადერთი შანსია ამისთვის და მეტი აღარ მექნება. ვფიქრობ, ეს აქ საუკეთესო ნომერია. მე მას მანქანაზე აუცილებლად დავაწერ“, - განაცხადა ფერსტაპენმა.
ამგვარად, ფორმულა 1-ში #1 ბრუნდება. ჰამილტონი ამ ნომრის გამოყენებაზე ყოველთვის უარს ამბობდა და #44 ნომერს იტოვებდა. ასე იყო მაშინაც, როცა ჩემპიონი ნიკო როსბერგი (2016 წელს) გახდა და მაშინვე სპორტიდან წავიდა.
ფ1-ის ახალწვეულმა, ჩინელმა გუანიუ ჟოუმ, ვინც „ალფა რომეოს“ წევრი გახდა. ტაილანდელი ალექსანდერ ალბონი კი, ვინც ფ1-ს უბრუნდება და „უილიამსის“ წევრი გახდება, უწინდელივით #23 ნომრით იასპარეზებს. ცნობისათვის, პილოტი მის მიერ არჩეულ ნომერს, ფ1-დან წასვლის შემთხვევაშიც ინარჩუნებს.
ფორმულა 1-ის პილოტების ნომრები 2022 წლის სეზონში
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული)
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი)
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი)
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი)
- ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი)
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური)
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული)
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი)
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი)
- ლან სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი)
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური)
- ალექსანდერ ალბონი (ტაილანდი, უილიამსი)
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო)
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი)
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი)
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი)
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი)
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო)