ფეხბურთი

0:07 | 15.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" - "ბოკა ხუნიორსი" 1:1 პენ: 2:4 (VIDEO)
ამხანაგური მატჩი

საუდის არაბეთში "ბარსელონამ" და "ბოკა ხუნიორსმა" დიეგო მარადონას ხსოვნის პატივსაცემად მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ამხანაგური მატჩი ჩაატარეს.

"მარადონას თასის" ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და არგენტინელებმა მოიგეს. ანგარიში 50-ე წუთზე გაიხსნა და "ბარსა" ფერან ჟუტგლამ დააწინაურა, რასაც "ბოკამ" ესეკიელ ზებალოსის გოლით 77-ე წუთზე უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. საფეხბურთო ლატარეაში სამხრეთამერიკელებმა 4-დან 4 პენალტი გაიტანეს, ესპანელებმა კი 4-დან ორი და გამარჯვება "ბოკამ" მოიპოვა. აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონაში" დანი ალვეშმა ითამაშა, პირველად 2016 წლის შემდეგ.

0.115707