ფეხბურთი

21:06 | 14.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "პარიზში ბედნიერი ვარ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ"

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მისთვის რთული იყო ქვეყნის შეცვლა, მაგრამ ახლა პარიზში ბედნიერია და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს, რომლის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

„ჩვენი გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, ეს განსაკუთრებული ტურნირია. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა უჩვეულო იყო. მანამდე, მთელი ცხოვრება ერთ ქალაქში გავატარეთ. ქვეყნის შეცვლა რთული იყო, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობთ პარიზში, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. ძალიან ბედნიერები ვართ“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ „პარი სენ ჟერმენის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და თავი 6 გოლით და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109601