იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა ევროპული ფეხბურთის საუკეთესო მენეჯერად „ჩელსის“ დირექტორი, მარინა გრანოვსკაია დაასახელა.
„უცნაურია პირადი პრიზის მიღება გუნდური წარმატების გამო. არცკი ვიცოდი, ასეთი ჯილდო თუ არსებობდა. თუმცა ძალიან სასიამოვნოა მისი მიღება.
„ჩელსის“ წარმატებაში რაიმე საიდუმლოს ვერ ვხედავ. ყოველი ტრიუმფის უკან ხომ ყოველდღიური, დაუღალავი გუნდური შრომა დგას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამარჯვება იოლი იქნებოდა. „ჩელსი“ შესანიშნავი გუნდია მინდორზეც და მის გარეთაც.“ - უთხრა გრანოვსკაიამ Tuttosport-ს.