ფეხბურთი

12:25 | 14.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ ბელინგემით დაინტერესდა

მიუნხენის „ბაიერნი“ დორტმუნდის „ბორუსიისა“ და ინგლისის ნაკრების 18 წლის ნახევარმცველით, ჯუდ ბელინგემით დაინტერესდა - გვამცნობს გერმანული Bild.

თუმცა, წყარო იმასაც წერს, რომ „დორტმუნდი“ ჯერ არ აპირებს თავისი ახალგაზრდა ვარსკვლავების, ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდისა და ინგლისელი ბელინგემის გაყიდვას. მით უმეტეს, ბუნდესლიგაში მთავარი კონკურენტისთვის, „ბაიერნისთვის.“ დათმობას.

წინა კვირაში ბრიტანულ ტაბლოიდებში გამოჩნდა ცნობა, რომ ბელინგემის გადაბირება „ლივერპულს“ სურს და მზადაა ჭაბუკ მოთამაშეში 90 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.

მიმდინარე სეზონში ბელინგემმა ყველა ტურნირში 23 მატჩი გამართა, 3 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11397