ფეხბურთი

11:23 | 14.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესის ფრესკა

არგენტინის ქალაქ როსარიოში „პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავის, ლიონელ მესის უზარმაზარი ფრესკა გახსნეს. ნახატი ერთ-ერთი შენობის კედელზეა შესრულებული და 69 მეტრი სიმაღლისაა.

მისი ავტორები მხატვარ-მონუმენტალისტები, მარლენ სურიაგა და ლისანდრო ურტეაგა არიან. ნამუშევარს „სხვა გალაქტიკიდან და ჩემი ქალაქიდან“ ჰქვია. შეგახსენებთ, რომ როსარიო მესის მშობლიური ქალაქია.

2021 წელს გენიალურმა არგენტინლმა კოპა ამერიკაზე გაიმარჯვა. ეს მისი პირველი სანაკრებო ტიტული გახლდათ კარიერაში. ახლახან კი „ოქროს ბურთის“ ლაურეატიც გახდა, რომელიც რიგით მეშვიდე გახლდათ მისთვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113933