ავტოსპორტი

10:17 | 14.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენს ჩემპიონობა „მერსედესის“ ბოსმაც მიულოცა

ფორმულა ერთის ახალმა ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აბუ დაბის დიდი პრიზის რბოლის დასასრულის აპელაციით იმუქრება, „მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა მას მილოცვის შეტყობინება გაუგზავნა.

24 წლის ფერსტაპენმა, ვისი დედაც და მამაც ყოფილი მრბოლები არიან, „რედ ბულს“ 2013 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოაპოვებინა. მან მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონთან უშეღავათო ბრძოლაში მიაღწია წარმატებას და ფ1-ის პირველი ჰოლანდიელი ჩემპიონი გახდა.

„მერსედესის“ მიერ, აბუ დაბის რბოლის შემდეგ, სტიუარდების ქმედების გასაჩივრება, FIA-ს სტიუარდებმა უარყვეს. ვოლფი იმუქრებოდა, რომ ამით არ დაკმაყოფილდება და ისევ გაასაჩივრებს. მაგრამ როგორც ჩანს, გადაიფიქრა. ფერსტაპენს კი, ჰამილტონის გარდა მამამისმა, ენტონი ჰამილტონმაც მიულოცა.

„ტოტომ ტექსტი მომწერა, რომელშიც მილოცავს და ამბობს, რომ მე დავიმსახურე გამარჯვება. რა თქმა უნდა, ეს მისგან სასიამოვნოა. ლუისი საერთო ჯამში, დიდი სპორტსმენია. ის მოვიდა და მომილოცა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა. მისთვის კი იმ ურთულესი ბოლო წრის შემდეგ, ეს იოლი არ უნდა ყოფილიყო. ეს მოწმობს, რომ ჩვენ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გვაქვს“, - ამბობს ფერსტაპენი, ვინც გუნდთან ერთად, მთელი ღამე გამრჯვებას ზეიმობდა.

„დღეს რომ გავიღვიძე, თავს ცუდად ვგრძნობდი. შესაძლოა, ბოლოს აღარ უნდა დამელია. ვფიქრობ, ახლა ბევრ ადამიანს აწუხებს თავის ტკივილი, რადგან მათ გუშინ ჩემი გამარჯვება აღნიშნეს“, - დასძენს ახალი ჩემპიონი და აღიარებს, რომ შაბათ ღამით ნერვებმა აიტანა და ძლივს დაიძინა.

0.114003