ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელები სესარ ასპილიკუეტა, ანტონიო რიუდიგერი და კრისტიან პულიშიჩი შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდნენ. ამის შესახებ Mundo Deportivo იტყობინება.
რიუდიგერსა და ასპილიკუეტას „ჩელსისთან“ კონტრაქტები მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებათ და ესპანელებს მათი უფასოდ გადაბირების შანსი აქვს, ხოლო პულიშიჩის შეძენას კატალონელები იჯარით იანვარში გეგმავენ.
შეგახსენებთ, „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ უკვე არაერთხელ საჯაროდ თქვა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდს გაძლიერება სჭირდება და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.