ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის, ჩავის შესახებ ისაუბრა. გამოცდილი სპეციალისტის აზრით, „ბლაუგრანას“ თამაშში პროგრესი შეინიშნება და ახლა საჭიროა ჩავიმ თავი თავდაჯერებულად იგრძნოს.
„ჩავიმ თავი თავდაჯერებულად უნდა იგრძნოს, ყველა ვხედავთ, რომ ის საკმარისად მომზადებული სპეციალისტია. მე ვხედავ „ბარსელონას“ თამაშში პროგრესს, შესაძლოა ის არ არის, რაც გულშემატკივრებს სურთ, მაგრამ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მან თავი მშვიდად და თავდაჯერებულად უნდა იგრძნობს და ყველაფერი გამოჩნდება. „ბარსას“ აქვს პოტენციალი.
ვიმეორებ, ამ სიტუაციაში მთავარია თავდაჯერებულობა, ჩავიმ გუნდი რთულ პერიოდში ჩაიბარა, მას დრო უნდა მიეცეს და ნახავთ, „ბარსელონა“ როგორ გაუმჯობესდება“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ 24 ქულით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა. ჩავის ხელმძღვანელობით „ბლაუგრანამ“ ყველა ტურნირზე 6 თამაში ჩაატარა, 2 მოიგო, 2 წააგო და ორჯერაც ფრე ითამაშა.