სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:55 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიმიხმა აცრის გაკეთება გადაწყვიტა

მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება გადაწყვიტა.

ფეხბურთელი დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა ვაქცინაციაზე და ელოდებოდა, უფრო ეფექტურ ვაქცინას.

„ძალიან გამიჭირდა შიშებისა და ეჭვების დაძლება. ამიტომ, ამდენი ხანი გადაწყვეტილება ვერ მივიღე. ახლა ყველაფერი რიგზეა“, - თქვა გერმანულ მედიასთან კიმიხმა.

შეგახსენებთ, რომ იოზუა კიმიხის კორონავირუსი ჰქონდა, რის გამოც ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია და მიმდინარე წელს ვერც ითამაშებს, რადგან ვირუსმა გარკვეული სახის გართულებები დაუტოვა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112981
სარეკლამო ადგილი - 99
X x X