„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტოპჩემპიონატებში მე-300 გოლი გაიტანა. აღნიშნულ ზღვარს შვედმა ლეგენდამ „უდინეზესთან“ მატჩში უწია, როცა ბოლო წუთზე გაიტანა და „მილანი“ მარცხისგან იხსნა (1:1).
ზლატანი კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შემდეგ მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტოპლიგებში 2000 წლის შემდეგ 300-გოლიან ზღვარს მიაღწია.
მესის ანგარიშზე 475 გოლია, რონალდუს - 483. იბრას იქამდე ბევრი უკლია, მაგრამ 300 გოლის გატანა მაინც ნიშანდობლივი ფაქტია.
შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ტოპლიგებიდან სერია A-ში, პრემიერლიგაში, ლა ლიგასა და ლიგა 1-ში უთამაშია.