კალათბურთი

14:43 | 11.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძეა. საქართველოს ნაკრების ყოფილ კალათბურთელს მხარი ყრილობაზე უკლებლივ ყველა, 39-ვე წევრმა დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილეობას აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი პაატა გურასპაულიც გეგმავდა, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე მან კანდიდატურა მოხსნა და შედეგად, სანიკიძე არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო.

ვიქტორ სანიკიძე კარიერის განმავლობაში „დიჟონის“, „ესტუდიანდეტისის“, „დინამო თბილისის“, „ტარტუს“, „ბოლონიას“, „სიენას“, „სარაგოსას“, „უნიქსის“, „ანკარასა“ და „არისის“ ღირსებას იცავდა, საქართველოს ნაკრების რიგებში კი სამჯერ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. 35 წლის კალათბურთელი ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრია.

0.172153