ფეხბურთი

16:59 | 10.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის მეოთხე წრის სიმბოლური ნაკრები, საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი ცნობილია

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 წრის საუკეთესო ფეხბურთელად გორის „დილას“ ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე დასახელდა. ამის შესახებ ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

ფეხბურთელის გარდა, გაირკვა ბოლო წრის საუკეთესო მწვრთნელიც და პრიზი „თელავის“ დამრიგებელ გიორგი მიქაძეს ერგო, რომლის ხელმძღვანელობით კახურმა გუნდმა მეოთხე წრეში 18 ქულა მოიპოვა.

გარდა ამისა, ცნობილია სიმბოლური ნაკრებიც, რომელიც ასეთია:

მეკარე: ანდრეს პრიეტო (დინამო თბილისი)

მცველები: ნიკოლოზ მალი (საბურთალო), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), თოლორდავა (თელავი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი)

ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ ბაშალეიშვილი (თელავი), ირაკლი ბიძინაშვილი (დილა), ნიკა გაგნიძე (დილა)

თავდამსხმელები: თორნიკე ახვლედიანი (ტორპედო), თორნიკე კაპანაძე (დილა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113287