ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ზალცბურგმა“ შინ „სევილია“ დაამარცხა (1:0), G ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილი დაიკავა (პირველზე 11-ქულიანი ფრანგული „ლილი“ გახლავთ) და ჯგუფიდან გავიდა.
ტურნირის ოფიციალური ტვიტერის ცნობით, „ზალცბურგი“ პირველი ავსტრიული გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გასვლა შეძლო.
მერვედფინალური ეტაპის წილისყრა შვეიცარიულ ნიონში 13 დეკემბერს გაიმართება.