„ნაპოლის“ 30 წლის შემტევის, ლორენცო ინსინიეს აგენტი ჟურნალისტებს მისი კლიენტის კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ესაუბრა.
კლუბმა მიუღებელი წინადადება შემოგვთავაზა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება. ლორენცოს თავად კლუბში დარჩენა სურს. ახლა ყველაფერი ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. ის ხომ წლების განმავლობაში ნეაპოლელთა ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.“ - ციტირებს აგენტის სიტყვებს Football Italia.
ინსინიე „ნაპოლიში“ 2010 წლიდან თამაშობს. მის არსებულ კონტრაქტს კი ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.