პრემიერლიგის მე-15 ტურში „ევერტონმა“ „არსენალს“ 2:1 მოუგო. 71-ე წუთზე რიშარლისონმა ანგარიში გაათანაბრა. ეს მერსისაიდელი ბრაზილიელის 41-ე გოლი გახლდათ პრემიერლიგაში. ამ მაჩვენებლით ის თანამემამულე ფილიპე კოუტინიოს დაეწია.
მეტი გოლი ინგლისის უმაღლეს ლიგაში ბრაზილიელთაგან მხოლოდ რობერტო ფირმინოს (70) და გაბი ჟეზუსს (52) გაუტანიათ.