ქართველ ხელბურთელს, თეიმურაზ ორჯონიკიძეს ახალ კლუბში წარმატებული დებიუტი გამოუვიდა. მან ფინეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა და საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა!
24 წლის ლეგიონერის „კოკსმა“ მეტოქე 40:26 დაამარცხა, ორჯონიკიძემ კი საოცარი თამაში აჩვენა და 7 გოლის გატანა მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა ფინეთის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბთან კონტრაქტი ერთი კვირის წინ გააფორმა, ხელშეკრულების მიხედვით, ის „კოკსში“ მინიმუმ წელიწად-ნახევარი დარჩება.