კალათბურთი

15:18 | 6.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაკა კუპატაძე ევროსარბიელს დაუბრუნდა

მცირე პაუზის შემდეგ მაკა კუპატაძე ევროსარბიელს დაუბრუნდა. ფეხის ტრავმის გამო ფიბა-ს ერთადერთ ქართველ ქალს რამდენიმე კვირა გაუცდა, თუმცა, ის უკვე მწყობრშია და საქართველოს ჩემპიონატის თამაშების შემდეგ ევროტურნირებსაც განსჯის. კუპატაძე 8 და 15 დეკემბერს ქალთა ევროლიგისა და ევროპის ლიგის მატჩებს მოემსახურება.

ვი-თი-ბი ლიგის მატჩის კომისრობა მოუწევს მერაბ რატიშვილს. 6 დეკემბერს ბელარუსის დედაქალაქში “ცმოკი-მინსკი” ყაზანის “უნიკსს” უმასპინძლებს და სწორედ ამ შეხვედრას მოემსახურება რატიშვილი.

მაკა კუპატაძე (მსაჯი)

ქალთა ევროლიგა. 8 დეკემბერი. სტამბოლი (თურქეთი)

ფენერბაჰჩე (თურქეთი) – გალათასარაი (თურქეთი)

ქალთა ევროპის თასი. 15 დეკემბერი. ლუბლინი (პოლონეთი)

ლუბლინი (პოლონეთი) – ტარბი (საფრანგეთი)

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

ვთბ-ლიგა. 6 დეკემბერი. მინსკი (ბელარუსი)

ცმოკი-მინსლი (ბელარუსი) – უნიქსი (ყაზანი, რუსეთი)

GBF.GE

0.114314