ფეხბურთი

20:29 | 5.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში მეათე გოლი გაიტანა (+VIDEO)

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მორიგ ტურში დავით ვოლკოვმა გოლი გაიტანა, ქართველი ფეხბურთელის „ზირა“ კი „გაბალასთან“ შინ 1:2 დამარცხდა.

„ზირა“ 0:2 მარცხდებოდა და პირველი ტაიმის ბოლოს ვოლკოვმა ახლო მანძილიდან სხვაობა შეამცირა, მეორე ნახევარში გოლი აღარ გასულა და „გაბალამ“ მოიგო. 26 წლის ჩვენებურს მიმდინარე სეზონში უკვე 10 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ლიდერია, 3 გოლით უსწრებს რა, ფილიპ ოზობიჩს.

„ზირას“ 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა, მომდევნო მატჩს კი გათამაშების ლიდერ „ყარაბაღაბს“ ესტუმრება.

0.11521