ესპანეთის ლიგა ენდესას მე-12 ტურში სევილიის „ბეტისმა“ მალაგას „უნიკახას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 73:79 წააგო.
„ბეტისის“ რიგებში ბექა ბურჯანაძემ 10:39 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 2 ქულით, 2 მოხსნით და 2 პასით დაეხმარა. ბექამ 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სხვა შემთხვევაში კი მეტოქის კალათისკენ ბურთი არ უსვრია. მისი მარგი ქმედების კოფიციენტი 5-ს გაუტოლდა.
„ბეტისს“ 2 გამარჯვების საპირისპიროდ 10 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-18 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 6 დეკემბერს, „მორაბანკ ანდორას“ უმასპინძლებს.