ფეხბურთი

14:57 | 5.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიფციგიდან" მთავარი მწვრთნელი დაითხოვეს

„ლაფციგის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯესი მარში დაითხოვეს. მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს და ინფორმაცია გერმანული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

“ლაიფციგმა“ მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და ბუნდესლიგაში 14 ტურის შემდეგ 18 ქულით მხოლოდ მე-11 ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ხუთ ტურში 4 ქულა მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს.

მარში „უნიონ ბერლინთან“ (1:2) მარცხის შემდეგ დაითხოვეს. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება „ხარების“ ახალი დამრიგებელი. ჯესი მარშიმ „ლაიფციგი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა და იულიან ნაგელსმანი შეცვალა. მას მანამდე ავსტრიულ „ზალცბურგში“, „ნიუ-იორკ რედ ბულსა“ და „მონრეალში“ უმუშავია.

0.110634