საუდს არაბეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციის გამარჯვებული ბოლო წამებზე გაირკვა. საბოლოოდ, ლუის ჰამილტონმა პოულ პოზიცია მოიპოვა, ჩემპიონტის ლიდერი მაქს ფერსტაპენი კი ბოლო მოსახვევში შეცდა, კედელს დაეჯახა და კვალიფიკაციის მოგების რეალური შანსი დაკარგა.
ბოლო სწრაფი წრის დასაწყისში, შეცდომის დაშვების მიუხედავად, ჰოლანდიელს პირველ ორ სექტორში საუკეთესო დრო ჰქონდა. და დიდი ალბათობით, რბოლასაც მოიგებდა, მაგრამ ბოლოს ისევ შეცდა. მისი „რედ ბული“ კედელს მარჯვენა უკანა ბორბლით შეეხო და ფერსტაპენისთვის კვალიფიკაცია იქვე დასრულდა.
სტარტზე ჰამილტონს, ვინც ფერსტაპენთან რვა ქულას აგებს, გვერდს თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი დაუმშვენებს. ფერსტაპენი მეორე რიგში დადგება. თუმცა, ჯერ „რედ ბულმა“ უნდა გადაწყვიტოს, შეჯახებამ მისი მანქანის გადაცემათა კოლოფი ხომ არ დააზიანა. თუ კოლოფი შესაცვლელი გახდა, ფერსტაპენს ხუთი პოზიციით უკან დადგომა მოუწევს.
„ეს ამ სეზონის საუკეთესო წრე უნდა ყოფილიყო. მაქსმა რაღაც განსაკუთრებული რეზერვი გამოიყენა. მაგრამ ასე იყო შეჯახებამდე, რამაც ყველაფერი გააფუჭა“, - განაცხადა „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა. შეჯახების მომენტში, ფერსტაპენის დრო ჰამილტონისაზე დაახლოებით ორი მეათედი წამით უკეთესი იყო.
საუდის არაბეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'27.511
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.111
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 0.142
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.543
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.612
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.614
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.669
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 0.931
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.136
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1.243
-----
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.157
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.374
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.409
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1.543
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 26.141
-----
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1.666
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.687
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1.857
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1.953
- ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 2.962