ფეხბურთი

1:05 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიმონ კიაერი მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს

„მილანისა“ და დანიის ნაკრების მცველი სიმონ კიაერი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. 32 წლის ფეხბურთელს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა.

სარეაბილიტაციო პერიოდი 6 თვე გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ დანიელი ფეხბურთელისთვის ეს სეზონი უკვე დასრულდა. კიაერმა ტრავმა სერია A-ს ბოლო ტურში „ჯენოასთან“ შეხვედრაში მიიღო.

გამოცდილი მცველი „მილანის“ ერთ-ერთი ლიდერია და მისი დაკარგვა კლუბისთვის სერიოზული დანაკლისია. მიმდინარე სეზონში სიმონ კიაერი მოედანზე 14-ჯერ გავიდა და გოლი არ გაუტანია. ის იტალიური კლუბის ღირსებას 2020 წლის იანვრიდან იცავს.

0.115076