ფეხბურთი

18:41 | 2.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიაერი საოპერაციოა და 6 თვე ვერ ითამაშებს

იტალიური „მილანის“ ერთ-ერთი ლიდერი სიმონ კიაერი ტრავმირებულია და უახლოეს პერიოდში თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

დანიელმა ფეხბურთელმა დაზიანება „ჯენოასთან“ (3:0) მატჩში მიიღო და საოპერაციოა. გამოკვლევამ მარცხენა მუხლის დაზიანება აჩვენა და მას ქირურგიული ჩარევა პარასკევს გაუკეთდება. ჯერჯერობით, უცნობია ზუსტი პერიოდი, რომელსაც გამოცდილი მცველი გამოტოვებს, მაგრამ იტალიური მედიის ინფორმაციით, მსგავსი დაზიანების სრულ რეაბილიტაციას დაახლოებით 6 თვე სჭირდება.

სიმონ კიაერმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. 32 წლის მცველი „როსონერის“ ღირსებას 2020 წლის იანვრიდან იცავს და გუნდში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

0.128116