ფეხბურთი

18:02 | 2.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ერიკსენმა ვარჯიში დაიწყო

დანიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ერიკსენმა ვარჯიში განაახლა და „ოდენსეს“ ბაზაზე ინდივიდუალურად ემზადება. ამის შესახებ დანიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიქაელ ჰემინგსმა განაცხადა.

„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კრისტიან ერიკსენი ფორმას ჩვენს მოედანზე იღდგენს. მასთან კონტაქტი მას შემდეგაც შევინარჩუნეთ, რაც ოდენსე დატოვა და ამიტომ, გვიხარია, რომ გვკითხა, შეეძლო თუ არა, ადალენის ვარჯიში“, - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიკსენს 12 ივნისს, ევრო 2020-ის პირველ ტურში ფინეთთან შეხვედრაში გულის შეტევა დაემართა და მას შემდეგ არ უთამაშია. ერიკსენს გულზე დეფიბრილატორი უყენია, რითაც იტალიაში თამაშის უფლება არ აქვს, ამიტომაც, თუ კარიერის განახლებას გადაწყვეტს, მილანის „ინტერის“ დატოვება მოუწევს, რომელთანაც კონტრაქტი აკავშირებს.

0.113978