ფეხბურთი

0:45 | 2.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერან ტორესი მზადაა "ბარსელონაში" უფრო ნაკლები ხელფასი მიიღოს, ვიდრე "სიტიში" აქვს

ესპანეთის ნაკრების და „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ფერან ტორესი მზადაა „ბარსელონაში“ გადავიდეს და ჟურნალისტი ჟერარ რომერო იტყობინება, რომ ფეხბურთელმა ესპანურ გრანდთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა.

ტორესი „ბარსასთან“ 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და იმაზე ნაკლებ ხელფასს მიიღებს, ვიდრე ახლა „მანჩესტერ სიტიში“ გამოიმუშავებს. ახლა კლუბებს შორის შეთანხმების მიღწევაა საჭირო.

„სიტი“ ნიჭიერ ესპანელში 70 მილიონ ევროს ითხოვს, რაც „ბარსელონასთვის“ მაღალი ფასია, მაგრამ კატალონელები იმედოვნებენ, რომ იანვარში რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვით საჭირო თანხის გამომუშავებას მოახერხებენ.

ფერან ტორესი „მანჩესტერ სიტის“ 2020 წელს შეუერთდა და 43 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი. მანამდე მან კარიერა „ვალენსიაში“ დაიწყო და „ღამურების“ მაისურით ჩატარებულ 97 თამაშში თავი ცხრაჯერ გამოიჩინა. ესპანეთის ნაკრებში ტორესი 2020 წლიდან თამაშობს, მაგრამ მოკლე პერიოდში მოასწრო 22 მატჩის ჩატარება და 12 გოლის გატანა, მათ შორის ორჯერ საქართველოს წინააღმდეგ (თბილისში და შემდეგ ბადახოსში).

0.112097