ფეხბურთი

0:08 | 2.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ დაეთანხმა გულშემატკივარს, რომლის აზრითაც მესის "ოქროს ბურთი" არ დაუმსახურებია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ „ოქროს ბურთთან“ დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის გამო ყურადღების ცენტრში მოექცა.

სოციალური ქსელის ერთ-ერთ გვერდზე რონალდუს გულშემატკივარმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც იმ ფაქტებს მოუყარა თავი, რის გამოც ლიონელ მესი წელს „ოქროს ბურთის“ მოგებას არ იმსახურებდა და ისიც დაწერა, რომ არგენტინელმა ეს ჯილდო „მოიპარა“.

კრიშტიანუმ კი ამ პოსტზე კომენტარი დაწერა, ერთადერთი სიტყვა: „ფაქტები“. ცხადია, პორტუგალიელის ეს კომენტარი ნიშნავს, რომ პოსტის შინაარსს იზიარებს და ლიონელ მესისთვის „ოქროს ბურთის“ გადაცემას არ ეთანხმება.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ გამოკითხვაში მეექვსე ადგილზე გავიდა. მას კარიერაში „ოქროს ბურთი“ ხუთჯერ აქვს მოგებული, ხოლო მესის - შვიდჯერ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116594