ფეხბურთი

22:00 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

პერიშიჩს "ტოტენჰემში" გადასვლა სურს

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და მილანის "ინტერის" შემტევმა ივან პერიშიჩმა შესაძლოა კარიერა ლონდონის "ტოტენჰემში" გააგრძელოს. როგორც Express-ი იუწყება, ბალკანელ ფეხბურთელს სურს მუშაობა კვლავ ანტონიო კონტესთან გააგრძელოს, რომელიც ნოემბერში "მამლების" მწვრთნელად დაინიშნა.

ამავდროულად იტალიური მედია იუწყება, რომ "ინტერს" პერიშიჩისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ივანს იტალიელებთან ხელშეკრულება 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და მომავალ წელს თავისუფალი აგენტი გახდება.

პერიშიჩი "ინტერმა" 2015 წელს დაიმატა. 2019/20 წლების სეზონში ივანი "ბაიერნში" იყო განათხოვრებული. გასულ სეზონში ხორვატი იტალიის ჩემპიონი გახდა. მიმდინარე სეზონში პერიშიჩმა 17 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.118542