ფეხბურთი

12:07 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარსელოს სეზონის ბოლოს მადრიდის "რეალის" დატოვება სურს

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი მარსელო დიდი ალბათიბით სეზონის დასრულების შემდგომ ესპანურ კლუბს დატოვებს. ბრაზილიელი მცველი ახალი სტატუსის მიუხედავად, „სამეფო კლუბის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და წასვლის მთავარ მიზეზად სწორედ უთამაშებლობა სახელდება.

მძიმე 2018-2019 წლების სეზონის შემდეგ 33 წლის ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში ძალიან იშვიათად ხვდება და თან მიმდინარე ხელშეკრულება ზაფხულში იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მარსელო თავისუფალი აგენტი გახდება და გუნდს დატოვებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრაზილიელი მარცხენა მცველის პოზიციაზე ანჩელოტის როტაციაში მხოლოდ მეხუთე კანდიდატია. ამ მაჩვენებლით მას მენდი, გუტიერესი, ალაბა და ფერნანდესი უსწრებენ.

აღსანიშნავია, რომ მარსელომ მიმდინარე სეზონში 19 მატჩიდან მხოლოდ 5 შეხვედრა ჩაატარა (26%), გასულ წელს კი 53-დან 19 (36%), 2019-2020 წლების სეზონში 52-დან 23 (45%).

0.115391