ფეხბურთი

15:18 | 30.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი: "წელს "ოქროს ბურთის" სამართლიანი დაჯილდოება არ ყოფილა"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა განაცხადა, რომ „ოქროს ბურთს“ წელს ლიონელ მესი არ იმსახურებდა და ის კარიმ ბენზემას უნდა მოეგო.

„ინდივიდუალური ჯილდოები დიდად არ მაინტერესებს, მაგრამ რადგან ისინი არსებობენ, სამართლიანი უნდა იყოს. ჩემი აზრით, ამჯერად ასე არ იყო. ჩემთვის ბენზემა საუკეთესოა, თუ ფეხბურთელს ბოლო წლით შევაფასებთ. ეჭვგარეშეა, რომ მესი რონალდუსთან ერთად ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ჩემი აზრით, წელს მესის კრიშტიანუც სჯობდა“, - თქვა გერმანელმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას.

შეგახსენებთ, „ოქროს ბურთი“ ლიონელ მესიმ კარიერაში მეშვიდედ მოიგო, მეორე ადგილზე რობერტ ლევანდოვსკი გავიდა, მესამეზე კი ჟორჟინიო. ხუთეულში ასევე მოხვდნენ კარიმ ბენზემა და ნგოლო კანტე.

0.112352