ფეხბურთი

20:15 | 29.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: "ოქროს ბურთს" ერიქსენი იმსახურებს, ეს სამყაროსთვის მნიშვნელოვანი მესიჯი იქნებოდა"

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა დანი ალვეშმა განაცხადა, რომ „ოქროს ბურთის“ მოგებას წელს კრისტიან ერიქსენი იმსახურებდა. როგორც ბრაზილიელმა თქვა, ეს მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის.

„ჩემთვის წელს „ოქროს ბურთი“ ერიქსენმა დაიმსახურა, იმის გათვალისწინებით, რაც გადაიტანა. ეს იქნებოდა ძლიერი მესიჯი მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის, ადამიანებს მეტი მგრძნობელობა ექნებოდათ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. მესი საუკეთესოა, უკვე 20 წელია, მაგრამ ყველასთვის კარგი იქნება, თუ ერიქსკენი მოიგებს.

„ბარსელონაში“ დაბრუნების განცდა განსხვავებულია, სიტუაცია ახლა უფრო რთულია და უნდა ვეცადოთ, რომ კარგად ვითამაშოთ. რეკონსტრუქციის ფაზაში ვართ, მიყვარს „ბარსელონა“ და კლუბი ისევ დიდებული უნდა გახდეს.

„იუვენტუსი“? ცოტა სამწუხაროა კლუბის ასეთ სიტუაციაში ნახვა. თუმცა, ვფიქრობ, რომ მას შეუძლია ფეხზე წამოდგომა. იტალიაში ფეხბურთი ახლა უფრო დაბალანსებულია, მაგრამ ეს შესანიშნავი კლუბია და უპრობლემოდ შეუძლია რეიტინგში მაღლა ასვლა“, - თქვა დანი ალვეშმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113653