ფეხბურთი

16:49 | 29.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბელენენსეშის" 13 ფეხბურთელის კორონავირუსის Omicron-ის შტამი აღმოაჩნდა

პორტუგალიის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ „ბელენენსეშის“ 13 ფეხბურთელი კორონავირუსის ახალი შტამითაა ინფიცირებული. საუბარია Omicron-ის შტამზე, რომელიც ახლახან გამოჩნდა და ჯერჯერობით, მის შესახებ ცნობილი ბევრი არაფერია.

ვარაუდობენ, რომ კლუბში ვირუსი სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელის კაფუ ფეტესგან გავრცელდა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, ეროვნულ ნაკრებში იმყოფებოდა და პორტუგალიაში 22 ნოემბერს დაბრუნდა. საქმე ისაა, რომ Omicron-ის შტამი პირველად სწორედ სამხრეთ აფრიკაში გამოჩნდა.

მთლიანობაში კლუბში 17 ადამიანია ინფიცირებული და აქედან 13 ფეხბურთელია. ყველა მათგანი იზოლირებულია, ისევე როგორც ის ადამიანები, რომლებსაც მათთან კონტაქტი ჰქონდათ.

შეგახსენებთ, „ბელენენსეშმა“ ლისაბონის „ბენფიკას“ წინააღმდეგ 9 ფეხბურთელით ითამაშა და 0:7 წააგო, ხოლო მეორე ტაიმში ტრავმების გამო მოედანზე სულაც ექვსი ფეხბურთელით დარჩა, რის გამოც მსაჯმა თამაში შეწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116052
სარეკლამო ადგილი - 99
X x X