ფეხბურთი

22:49 | 28.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "ორ ტურნირზე თამაში ჩვენთვის პრობლემა არაა, მაგრამ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ"

„მილანმა“ სერია A-ში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, ამჯერად შინ „სასუოლოსთან“ 1:3. მატჩის შემდეგ „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ გუნდი გადაღლილი არ არის იმის გამო, რომ პარალელურად ჩემპიონთა ლიგაზეც თამაშობს.

„ძალიან ბევრ ეპიზოდში შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით მეტოქის ნახევარზე. ჩვენთვის საბაბი არ არის ის, რომ ორ ტურნირზე ვთამაშობთ, გუნდი მსგავსი სიტუაციისთვისაა მომზადებული. დღეს ითამაშეს ფეხბურთელებმა, რომლებიც მადრიდში მოედანზე არ იყვნენ. ბოლო ორ თამაშში 7 გოლი გავუშვით, რაც ნიშნავს, რომ რაღაც არასწორად მუშაობს“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, „მილანმა“ სერია A-ს ბოლო სამ თამაშში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, უკანასკნელი ორი თამაში წააგო და 7 გოლი გაუშვა.

0.116864