ფეხბურთი

2:30 | 28.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კატასტროფული "იუვენტუსი"...

იტალიის სერია A-ში მე-14 ტურის მატჩები გაიმართა და ტურინის „იუვენტუსის“ კოშმარი გრძელდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდი იმაზე სუსტია, ვიდრე გასულ სეზონში იყო.

ანდრეა პირლოს მასიმილიანო ალეგრით შეცვლა საკმარისი არ შეიძლებოდა ყოფილიყო და არც არის. „იუვემ“ კრიშტიანუ რონალდუ დაკარგა, ფეხბურთელი, რომელიც სეზონში 30 გოლს იტანდა და ის მოიზე კინით შევცალა, რითაც ყველაფერი ნათქვამია. ამიტომაც არის, რომ „იუვემ“ 14 ტურში 5 მარცხი განიცადა და მათ შორის, მესამე საკუთარ მოედანზე.

„იუვენტუსმა“ ამჯერად ბერგამოს „ატალანტასთან“, მეოთხე ადგილისთვის კონკურენტთან წააგო. დუვან ძაპატას გოლი გადამწყვეტი გამოდგა, რაც დიდწილად ალვარო მორატას დამსახურებაა, რომელმაც მოედანის ცენტრში ბურთი დაკარგა და კოლუმბიელი მეკარესთან პირისპირ დარჩა. ტურინელებს დიდი დრო ჰქონდათ თამაშის გადასარჩენად, მაგრამ ბევრი მომენტი ნამდვილად არ შეუქმნიათ. „იუვეს“ კატასტროფული მდგომარეობა აქვს - 21 ქულა 14 ტურში და მეოთხე ადგილთან 7 ქულიანი ჩამორჩენა! ეს კატასტროფაა...

სამაგიეროდ, მილანის „ინტერი“ სკუდეტოსთვის ბრძოლას აგრძელებს და სტუმრად „ვენეციას“ ჰაკან ჩალჰანოღლუსა და ლაუტარო მარტინესის გოლებით 2:0 დაამარცხა და ლიდერებთან ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა, თუმცა, „ნაპოლი“ და „მილანი“ კვირას ჩაატარებენ ამ ტურის შეხვედრებს.

„ვენეცია“ – „ინტერი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (34), 0:2 ლაუტარო მარტინესი (90)

„იუვენტუსი“ – „ატალანტა“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ძაპატა (28)

„ემპოლი“ – „ფიორენტინა“ 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 ვლაჰოვიჩი (57), 1:1 ბანდინელი (87), 2:1 პინამონტი (89)

„სამპდორია“ – „ვერონა“ 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 ტამეზე (37), 1:1 კანდრევა (51), 2:1 ეკდალი (77), 3:1 მურუ 90)

0.170209