მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი ივან პერიშიჩი მზადაა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.
იტალიური მედიის ცნობით, ხორვატი ფეხბურთელი მილანელებთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს.
ივან პერიშიჩმა „ინტერის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 16-ჯერ ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ის 2019-2020 წლების სეზონში იტალიურ კლუბს „ბაიერნში“ იჯარით ჰყავდა გაშვებული, მაგრამ შარშან დაიბრუნა და სიმონე ინძაგისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა.