ფეხბურთი

20:19 | 24.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" საქართველოს თასის ფინალშია

საქართველოს თასის ფინალში თბილისის „საბურთალო“ ითამაშებს. ლევან კორღალიძის გუნდმა ნახევარფინალში „დინამო ბათუმს“ დამსახურებულად აჯობა და ტიტულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

„დინამო ბათუმი“ ახლოსაა საქართველოს ჩემპიონობასთან და დუბლის შესრულების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ „საბურთალომ“ მთლიანობაში აშკარად დაჯაბნა და დამსახურებული გამარჯვებაც იზეიმა.

თბილისური გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს დმიტრი მანდრიჩენკომ დააწინაურა - 1:0. „საბურთალოს“ ტაიმის ბოლო წუთზე სხვაობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ გიორგი გოჩოლეიშვილმა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარი მასპინძლებმა სწრაფი გოლით დაიწყეს. შოთა ნონიკაშვილმა შორი მანძილიდან დაარტყა და ულამაზესი გოლით თავისი გუნდი 2:0 დააწინაურა.

„დინამო ბათუმმა“ მხოლოდ ის მოახერხა, რომ 84-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძის მოპოვებული პენალტი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გოლად აქცია და 2:1. გია გეგუჩაძის გუნდმა დარჩენილ დროში თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო და ასპარეზობას გამოეთიშა.

„საბურთალო“ საქართველოს თასის ფინალში 8 დეკემბერს, წყალტუბოს „სამგურალთან“ ითამაშებს, რომელმაც ნახევარფინალში „შუქურა“ 3:2 დაამარცხა.

„საბურთალო“ – „დინამო ბათუმი 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 მანდრიჩენკო (34), 2:1 ნონიკაშვილი (54), 2:1 მამუჩაშვილი (84, პენ)

0.113358