„მანჩესტერ იუნაიტედი“ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს და როგორც გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, რობერტო მანჩინის დაუკავშირდნენ.
თუმცა, იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ინგლისში დაბრუნება იუარა და „სკუადრა აძურაში“ დარჩენა ამჯობინა. წყაროს თანახმად, მანჩინიმ მანჩესტერელებს შეუთვალა, რომ ახლა მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებზეა კონცენტრირებული და იტალიის ნაკრებიდან წასვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ დროებით მაიკლ კერიკი ხელმძღვანელობს. მანჩინის კი თავის დროზე პრემიერლიგაში უმუშავია, როდესაც „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი იყო. ის იტალიის ნაკრებს 2018 წლიდან ავარჯიშებს და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა, მაგრამ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე „აძურას“ გაუჭირდა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მარტში პლეი-ოფში მოუწევს ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლა.