ფეხბურთი

18:35 | 24.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

სასამართლომ ბენზემას ვალბუენას შანტაჟის საქმეზე განაჩენი გამოუტანა

მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კარიმ ბენზემა ვერსალის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მატიე ვალბუენას შანტაჟის მცდელობაში.

ბენზემას 1-წლიანი პირობითი პატიმრობა და 75 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მოგეხსენებათ, საქმე ეხება 2015 წლის ამბავს, როდესაც ვალბუენას დაშანტაჟებას ინტიმური სახის ვიდეოჩანაწერებით ცდილობდნენ.

„რეალის“ ფრანგი ვარსკვლავი როგორც სასამართლოდ გაარკვია, შუამავლის როლს თამაშობდა და ვალბუენას შანტაჟის სანაცვლოდ თანხის გადახდას აიძულებდა.

შეგახსენებთ, ამ საქმის გამო ბენზემა თავის დროზე საფრანგეთის ნაკრებიდანაც მოკვეთეს, მაგრამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დიდიე დეშამმა ის „სამფეროვანთა“ რიგებში დააბრუნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112744