სხვა

14:57 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა პარამოფარიკავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 7 მედალი მოიპოვეს

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც იტალიის ქალაქ პიზაში გაიმართა, წარმატებით გამოვიდა.

ქართველმა პარამოფარიკავეებმა საბოლოო ჯამში სამ დისციპლინაში იასპარეზეს და 7 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

ირმა ხეცურიანმა ხმლით და რაპირით ასპარეზობაში პირველობა არავის დაუთმო და ორი ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო გვანცა ზადიშვილმა ხმლით ფარიკაობაში ვერცხლი დაისაკუთრა.

ნინა თიბილაშვილმა ხმლით, რაპირით და დაშნით ერთბაშად სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო, ხოლო გარდა ამისა, რაპირით გუნდურ შეჯიბრში საქართველოს აქტივში ბრინჯაოს მედალია. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 7 მედლით დაასრულა.

0.122027