უნგრულმა “დიორი ეტომ” ლიგის თასზე “ჩაკვარის” 4:1 სძლია, მატჩის გმირი კი 21 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი ქვილითაია გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და გოლები 30-ე, 32-ე და მე-60 წუთებზე გაიტანა.
ცნობისთვის, უნგრეთის ლიგის თასი ჯგუფებში მიმდინარეობს და დიორელებს 3 მატჩის თავზე 7 ქულა გააჩნიათ, რისი წყალობითაც D ჯგუფს სათავეში უდგანან.
ქვილითაიას კლუბს მომდევნო შეხვედრა 15 ოქტომბერს სტუმრად ისევ ხსენებულ “ჩაკვარისთან” ელის.