ფეხბურთი

18:06 | 21.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" ახალ მწვრთნელს ეძებს და რონალდუს სასურველი ვარიანტი ჰყავს

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ ოლე გუნარ სულშერის შემცვლელს ეძებს და ბრიტანული მედია უკვე წერს იმ კანდიდატურის შესახებ, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ მხარს უჭერს.

Sky Sports-ს ინფორმაციით, რონალდუს ფავორიტი ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკეა. ჯერჯერობით, უცნობია რა დონეზეა, ან დაიწყო თუ არა, საერთოდ მოლაპარაკებები ესპანელ სპეციალისტთან, მაგრამ ის პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის სასურველი კანდიდატია.

წყაროს თანახმად, „მანჩესტერში“ ლუის ენრიკეს გარდა, ზინედინ ზიდანისა და ერიკ ტენ ჰაგის ვარიანტებიც განიხილება. ხსენებული სპეციალისტებიდან თავისუფალი მხოლოდ ზიდანია, რომელიც „რეალიდან“ წასვლის შემდეგ უმუშევარია.

შეგახსენებთ, „მანჩესტერს“ დროებით მაიკლ კერიკი გაწვრთნის, იქამდე, სანამ „წითელი ეშმაკები“ ახალ მწვრთნელს მოძებნიან. ოლე გუნარ სულშერი "იუნაიტედიდან" პრემიერლიგის მე-12 ტურში "უოტფორდთან" მარცხის (1:4) შემდეგ დაითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11323