სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:48 | 21.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" არავაქცინირებულ ფეხბურთელებს ხელფასები დააკლო

მიუხენის „ბაიერნმა“ არავაქცინირებულ ფეხბურთელებს ხელფასები დაუქვითა. გერმანიაში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმად, დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებული არ არიან და კარანტინში ყოფნის გამო სამსახურის გაცდენა უწევთ, შესაძლოა კონკრეტული ანაზღაურების გარეშე დარჩნენ, თუ დამქირავებელი კომპანია ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

„ბაიერნმაც“ ხსენებულ პუნქტი გამოიყენა. იოზუა კიმიხი აცრილი არ არის და ბოლო დღეების გატარება კარანტინში მოუწია, რის გამოც გუნდს ვერ დაეხმარა. მიუნხენური კლუბი კი მას შესაბამისი დღეების ანაზღაურება არ გადაუხადა.

თუმცა, კიმიხი „ბაიერნის“ ერთადერთი დასჯილი ფეხბურთელი არ არის. კიმიხის გარდა, ერიკ მაქსიმ ჩუპო-მონტინგი, სერჟ გნაბრი, ჯამალ მუსიალა და მაიკლ კუიზანსი არცერთი დოზით არ არიან აცრილები და ხელფასი მათაც ჩამოეჭრათ.

შეგახსენებთ, ევროპაში კორონავირუსის ახალი ტალღა გავრცელდა და ბევრ ქვეყანაში რეგულაციები უკვე დაწესდა. მათ შორის ბავარიის რეგიონში, სადაც საღამოს 10 საათის შემდეგ კომენდანტის საათი მოქმედებს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115224
სარეკლამო ადგილი - 99
X x X